ელექტრონული სასწავლო რესურსის რეფლექსია


თ.წყაროს რ-ნი სოფ ჭივჭავის საჯარო  სკოლის  ქართული ენისა  და ლიტერატურის  მასწავლებელი გულთამზე ბენდელიანი  პირადი  ნომერი  22001011071                                                      სასწავლო  რესურსის  ელექტრონული  მისამართი:    https://learningapps.org/display?v=pqed3m82c19
 ჩემ მიერ  შექმნილი ელექტრონული  რესურსის  სათაურიაილია ჭავჭავაძის შემოქმედება“.აღნიშნული  რესურსი შექმნილია  საბაზო  საფეხურის მოსწავლეთათვის,კერძოდ  მე-11  კლასელთათვის,მასწავლებლებისა და სხვა  დაინტერესებული  პირებისათვის.ილია ჭავჭავაძის შემოქმედების გაანალიზებისათვის.


 აღნიშნული რესურსის შექმნა  გადავწყვიტე იმიტომ,რომ  მოსწავლეთა უმრავლესობას  უჭირს შესწავლი ნაწარმოებების ტექსტთან მიახლოებითი ცოდნის გამომჟღავნება
თითოეულმა მოსწავლემ შეიძლება  დაუშვას  ელექტრონული რესურსის გამოყენებისას შეცდომები , რესურსი  კი  იძლევა  საშუალებას რამდენჯერმე დაუბრუნდეს აღნიშნულ აქტივობას, სანამ არ მივა სწორ პასუხამდე და არ დარწმუნდება ტექსტების ცოდნაში.

კონკრეტული  ინსტრუქცია  დევს ელ.რესურსში  შემდეგი  სახით:

ილია  ჭავჭავაძის შემოქმედება

მაგალითად: ილიას ნაწარმოებებიდან:“ოთარაანთ ქვრივი“,“განდეგილი“,“მგზავრის წერილები“ და „კაცია-ადამიანი?!“,თანმიმდევრობით მარტივიდან რთულისკენ ხდება კითხვათა მონაცვლეობა,სადაც მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი,კითხვაზე სწორად გაცემისას მოსწავლე აფიქსირებს მაშინვე,რადგან სწორი პასუხი მწვანდება,შეცდომის შემთხვევაში-- წითლდება.



 რესურსი შექმნილია ესგ-ის  ქართული ენისა და ლიტერატურის  სასწავლო სტანდარტის შესაბამისად
ქართ. XI. 9მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება   ელექტრონული რესურსის მიზანია,ხელი შეუწყოს მოსწავლეებს სახალისოდ მოახდინონ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების შინაარსობრივი ცოდნა,გაანალიზონ პერსონაჟთა  სახეები,მათი შეხედულებები. ამ დავალებების შესრულებაში ეხმარებათ მათ მიერ შესწავლილი ნაწარმოებები.ეროვნული სტანდარტის განსაზღვრული ინდიკატორი ეფუძნება ქართ. XI. . აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს, აჯგუფებს  კონფლიქტთან მიმართებით და განსაზღვრავს მათს როლს სიუჟეტის განვითარებაში;
ზოგადად ,ამ თემით  შესაძლებელია მოსწავლეებს გავახსენოთ და ანალიზი გავაკეთებინოთ მათ მიერ შესწავლილი ნაწარმოებების.მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული რესურსი გამოიყენოს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესწავლის შემდეგ.აღნიშნული დავალების შემდეგ,შეუძლია გამოავლინოს საუკეთესო წყვილი.
ასეთი ტიპის სავარჯიშოების კეთებისას მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას ელექტრონულ რესურსზე მუშაობისას.რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს.
აღნიშნული რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ჩემი აზრით,ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს შეუწყობსსაგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას,მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს და ეხმარება მოსწავლეს ისეთი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში,როგორიცაა:ანალიზი, დროის ტრანსფორმაცია,პერსონაჟთა სახეების გაანალიზება და სხვა.


Comments

Popular posts from this blog

საკლუბო მუშაობა ქართულ ენაში მასწავლებელი : გულთამზე ბენდელიანი