სკოლა : სსიპ თ/წ რაიონის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლა კლუბის მოკლე დახასიათება : კლუბის მიზანია , მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საპროგრამო მასალის მიხედვით , ქართულ ენაში . მოსწავლეთათვის საწრეო მუშაობა საჭიროა იმიტომ , რომ მაქსიმალურად მეტი ცოდნა დააგროვონ გრამატიკაში , რაც გახდება სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი . უკვე რამდენიმე წელია რაც , ქართული ენა ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება , მოსწავლეებს ცალკე არ აქვთ გრამატიკის სახელმძღვანელო , ამიტომ ძალიან კარგი იქნება , თუ უფრო გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას . წრის მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო , რომ გამოვიდეს მოსწავლეებს შევთავაზებ მრავალფეროვან , საინტერესო და სახალისო აქტივობებს . გამოვიყენებ შემდეგ რესურსებს : დაფა , ცარცი , თაბახის ფურცლები , მაგნიტური დაფა , პროექტორი , დავალების ბარათები , ფერადი წებოვანი ფურცლები , მარკერები
როგორ ხარ იმეცადინე რამე? მეარ დამიწერია არაფერი.
ReplyDeleteქალბატონო გულთამზე!მადლობთ კარგ კომენტარისთვის
ReplyDelete